Incoterms

𝐈𝐧𝐜𝐨𝐭𝐞𝐫𝐦𝐬„Incoterms“ წესები განმარტავს სამი ასოსგან შემდგარი სავაჭრო ტერმინების ნაკრებს, რომლებიც ასახავს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებში კომპანიებს შორის არსებულ მოვალეობებს, ხარჯებს და რისკებს.ინკოტერმსის წესები მიღებულია და აღიარებულია მრავალი ქვეყნის მთავრობების მიერ საერთაშორისო ვაჭრობის ტერმინების ასახსნელად. Incoterms 2010 მიერ განსაზღვრულია გადაზიდვის შემდეგი პირობები.𝐄𝐗𝐖- ფრანკო ქარხანა𝐅𝐂𝐀- ფრანკო გადამზიდი𝐂𝐏𝐓- გადაზიდვა გადახდილია – მდე𝐂𝐈𝐏 – გადაზიდვა და დაზღვევა გადახდილია – მდე𝐃𝐀𝐓- მიწოდება ტერმინალში𝐃𝐀𝐏- მიწოდება დანიშნულების ადგილზე𝐃𝐃𝐏- მიწოდება ბაჟის გადახდით 𝐅𝐀𝐒- ფრანკო გემბანის გასწვრივ𝐅𝐎𝐁- ფრანკო გემბანი𝐂𝐅𝐑- ღირებულება და ფრახტი𝐂𝐈𝐅- ღირებულება დაზღვევა და ფრახტიFCA (მიწოდების დასახელებული ადგილი) ფრანკო გადამზიდიეს წესი შეიძლება გამოყენებულ იქნეს არჩეული სატრანსპორტო საშუალების მიუხედავად და ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას, როცა გადაზიდვაში ჩართულია ერთზე მეტი სატრანსპორტო საშუალება. ფრანკო გადამზიდი ნიშნავს, რომ გამყიდველი საქონელს აწვდის გადამზიდავს, ან მყიდველის მიერ განსაზღვრულ სხვა პირს, გამყიდველის შენობაში, ან სხვა დასახლებულ ადგილზე. მხარეები სათანადოდ არიან ინფორმირებულნი მაქსიმალურად მკაფიოდ მიუთითოს კონკრეტული პუნქტი მიწოდების ადგილის ფარგლებში, რადგან ამ პუნქტში წარმოებს რისკის გადაცემა მყიდველზე. თუ მხარეები აპირებენ საქონლის მიწოდებას გამყიდველის შენობაში, მათ უნდა განსაზღვრონ აღნიშნული შენობის მისამართი, როგორც მიწოდების დასახელებული ადგილი. თუ, მეორე მხრივ, მხარეები აპირებენ საქონლის სხვა ადგილზე მიწოდებას, მათ კონტკრეტულად უნდა განსაზღვრონ მიწოდების ეს განსხვავებული ადგილი.საჭიროებისამებრ FCA წესი გამყიდველისგან მოითხოვს საქონლის საექსპორტო საბაჟო პროცედურების განხორციელებას. თუმცა, გამყიდველს არ გააჩნია საქონლის იმპორტის საბაჟო პროცედურების განხორციელების, იმპორტზე საბაჟო გადასახადის გადახდის ან ნებისმიერი საიმპორტო საბაჟო ფორმალობის განხორციელების ვალდებულება.CPT (დანიშნულების დასახელებული ადგილი) (გადაზიდვა გადახდილია … -მდე)ეს წესი შეიძლება გამოყენებულ იქნეს შერჩეული ტრანსპორტის სახეობის მიუხედავად და ასევე ტრანსპორტის ერთზე მეტი სახეობის არჩევის შემთხვევაში. „გადაზიდვა გადახდილია …-მდე“ ნიშნავს, რომ გამყიდველი საქონელს აწვდის გადამზიდავს ან გამყიდველის მიერ დასახელებულ უფლებამოსილ სხვა პირს შეთანხმებულ ადგილზე ( თუ ასეთი შეთანხმება დადებულია მხარეებს შორის), გამყიდველმა უნდა გააფორმოს ხელშეკრულება და გადაიხადოს გადაზიდვის ხარჯები, რაც აუცილებელია საქონლის დანიშნულების ადგილზე მისაწოდებლად. Incoterms CPT, CIP, CFR ან CIF წესების გამოყენებისას გამყიდველი მიწოდების საკუთარ ვალდებულებას ასრულებს მაშინ, როცა საქონელს გადასცემს გადამზიდავს და არა მაშინ როცა საქონელი მიაღწევს დანიშნულების ადგილს. ამ წესს აქვს ორი კრიტიკული ასპექტი, რადგან რისკის და ხარჯების გადაცემა ხდება სხვადასხვა ადგილზე. მხარეები გაფრთხილებულეი არიან მაქსიმალურად სიზუსტით მიუთითონ კონტრაქტში როგორც მიწოდების ადგილი, სადაც რისკი გადაეცემა მყიდველს, ისე დანიშნულების დასახელებული ადგილი, სადამდეც გამყიდველმა უნდა გააფორმოს გადაზიდვის ხელშეკრულება. რამდენიმე გადამზიდავის გამოყენების შემთხვევაში, თუ მხარეები არ შეთანხმდებიან მიწოდების კონკრეტულ პუნქტთან დაკავშირებით, ასეთ დროს რისკის გადაცემა ხდება მაშინ, როცა საქონელი გადაეცემა პირველივე გადამზიდავს გამყიდველის მიერ არჩეულ ადგილზე, ანუ იქ, სადაც მყიდველს არ გააჩნია ტვირთზე ფაქტობრივი კონტროლის საშუალება. იმ შემთხვევაში თუ მხარეები მოისურვებენ რისკის მოგვიანებით გადაცემას (მაგ. საოკეანო პორტში ან აეროპორტში), მათ აღნიშნული უნდა მიუთითონ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში. მხარეები ასევე არიან ინფორმირებულები რომ მაქსიმალური სიზუსტით მიუთითონ მიწოდების პუნქტი დანიშნულების შეთანხმებული ადგილის ფარგლებში, რამდენადაც ამ წერტილამდე ხარჯების გადახდა წარმოებს გამყიდველის მიერ. გამყიდველს ეძლევა მითითება უზრუნველყოს გადაზიდვის ხელშეკრულებების გაფორმება, რომელიც ზუსტად შეესაბამება ამ არჩევანს. თუ გამყიდველი იღებს ხარჯებს გადაზიდვის ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც უკავშირდება გადმოტვირთვას დანიშნულების დასახელებულ ადგილზე, გამყიდველი არ არის უფლებამოსილი მიიღოს მყიდველისგან გამოტვირთვის ხარჯების ანაზღაურებამ თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული მხარეებს შორის. incoterms CPT გამყიდველისგან მოითხოვსს საქონლის საექსპორტო საბაჟო პროცედურების განხორციელებას საჭიროების შემთხვევაში. თუმცა, გამყიდველი ვალდებული არ არის განაბაჟოს იმპორტირებული საქონელი, გადაიხადოს იმპორტის მოსაკრებელი ან შეასრულოს იმპორტთან დაკავშირებული რაიმე საბაჟო ფორმალობა.®

GET THE BEST APPS IN YOUR INBOX

Don't worry we don't spam

საბროკერო მომსახურება
Logo