საბაჟო დეკლარაცია – დერეფნები

საბაჟო დეკლარაცია

სისტემაში რეგისტრირებული საქონლის საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს, თუ რა საბაჟო კონტროლოს ღონისძიებები უნდა გატარდეს

დერეფნების განმარტება„მწვანე დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;„ლურჯი დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, გაშვების შემდგომ აუცილებელი კონტროლის პირობით, რაც შეიძლება მოიცავდეს საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრის ან/და საქონლის რაოდენობის ან/და საქონლის სახეობათა რაოდენობის სისწორის ან/და საქონლის მიმართ დაწესებული აკრძალვებსა და შეზღუდვებთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის შემოწმებას, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად, რაც არ გამორიცხავს შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საბაჟო კონტროლის სხვა ღონისძიების განხორციელებასაც;

„ყვითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას საქონლის დათვალიერების გარეშე, დეკლარაციისა და დოკუმენტების სრული ან ნაწილობრივი კამერალური შემოწმებით, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად, ხოლო საბაჟო დეკლარაცია დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების მხოლოდ იმპორტის გადასახდელზე საბაჟო ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში – საქონლის გაშვებას კუთვნილი იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხის ოდენობის გარანტიის წარდგენით ან/და კუთვნილი იმპორტის გადასახდელის გადახდით;

„წითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას დეკლარირებული საქონლის დათვალიერებით, საბაჟო დეკლარაცია და დოკუმენტების სრული ან ნაწილობრივი კამერალური შემოწმებით ან მის გარეშე, გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე ელექტრონულად მიღებული შეტყობინების შესაბამისად, რაც არ გამორიცხავს შესაბამისი ინფორმაციის მიღებისას ან/და ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საქონლის განმეორებითი, დამატებითი და მიზანმიმართული დათვალიერების ჩატარებასაც.

GET THE BEST APPS IN YOUR INBOX

Don't worry we don't spam

საბროკერო მომსახურება
Logo