ექსპორტი

ექსპორტი

     ექსპორტი – ექსპორტის საბაჟო პროცედურა საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ ან გადატანილ იქნეს თავისუფალ ზონაში, თუ გატარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები. საქონლის ექსპორტის პროცედურის გამოყენებით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ან თავისუფალ ზონაში მოთავსება ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან თავისუფალ ზონაში შეტანა აკრძალული არ არის. საქონლის ექსპორტის პროცედურა აგრეთვე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს: ა) გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეულ საქონელზე გადამუშავების ვადის გასვლამდე, თუ დეკლარანტი გაფორმების საბაჟო ორგანოში წარადგენს საქონლის გასხვისების დოკუმენტს; ბ) თავისუფალი ზონის ტერიტორიაზე თავისუფალი ზონის შექმნამდე შეტანილ საქართველოს საქონელზე, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების დაწყებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა, თუ დეკლარანტი გაფორმების საბაჟო ორგანოში წარადგენს საქონლის თიზ-ის საწარმოზე გასხვისების დოკუმენტს. შესაძლებელია ექსპორტი პროცედურაში მოქცეული საქონელი  მოტივირებული განცხადების საფუძველზე შეიცვალოს შემდეგი პროცედურით:

ა)  გარე გადამუშავების პროცედურით;

ბ) თავისუფალი ზონის პროცედურით.

ექსპორტი საქართველოდან

ექსპორტი

ექსპორტის პროცედურა საშუალებას იძლევა საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ (მათ შორის, დროებით, დაბრუნების პირობით), ასევე საქართველოს საქონელი გადატანილ იქნეს თავისუფალ ზონაში.

საქართველოს საქონელი, რომელიც ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას, უნდა მოექცეს ექსპორტის პროცედურაში, გარდა:

  • გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლისა;
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქონლისა, რომელიც გატანამდე მოქცეული იყო მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში;
  • საერთაშორისო საავიაციო რეისებისა და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებული საქონლისა, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ისაგან და აქციზისგან. ამასთანავე, ასეთი მიწოდებისთვის ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშგება.

ექსპორტის პროცედურა შესაძლებელია აგრეთვე გამოყენებულ იქნეს:

  • გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეულ საქონელზე გადამუშავების ვადის გასვლამდე, თუ დეკლარანტი გაფორმების საბაჟო ორგანოში წარადგენს საქონლის გასხვისების დოკუმენტს;
  • თავისუფალი ზონის ტერიტორიაზე თავისუფალი ზონის შექმნამდე შეტანილ საქართველოს საქონელზე, თავისუფალი ზონის ფუნქციონირების დაწყებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა, თუ დეკლარანტი გაფორმების საბაჟო ორგანოში წარადგენს საქონლის თიზ-ის საწარმოზე გასხვისების დოკუმენტს.

ექსპორტის პროცედურაში მოქცეული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ან თავისუფალ ზონაში შეტანისას უნდა იყოს ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ექსპორტის პროცედურის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს (გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით).

საქონლის ექსპორტის პროცედურის გამოყენებით საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ან თავისუფალ ზონაში მოთავსება ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან თავისუფალ ზონაში შეტანა აკრძალული არ არის.

დურაში მოქცეული საქონლისა;

GET THE BEST APPS IN YOUR INBOX

Don't worry we don't spam

საბროკერო მომსახურება
Logo