გადამზიდავი კომპანიები

ლოგისტიკა ფართო სფეროა, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებულ ყველა სერვისს აერთიანებს. ტვირთის მომზადება, მეთვალყურეობა, გადაზიდვის პროცესის დაგეგმვა და მისი კონტროლი იმ მოქმედებების ჯაჭვის მხოლოდ ნაწილია, რომელიც აუცილებლად სჭირდება კონკრეტული ტვირთის ერთი პუნქტიდან მეორეში ტრანსპორტირებას.

საერთაშორისო ვაჭრობაში ლოგისტიკას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისა, გადამზიდავმა კომპანიებმა უნდა დაგეგმონ და გაითვალისწინონ ისეთი საკითხები, როგორიცაა სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა, პოლიტიკური სიტუაცია და ა.შ. როდესაც რაიმე მიზეზით ხელი ეშლება გადაზიდვების სფეროს, მნიშვნელოვნად ირღვევა მიწოდების ჯაჭვი, შედეგად კი მთელი ეკონომიკა ზარალდება.

საბროკერო მომსახურება
Logo